ყიდვის პირობები

შესაძლო გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ პირობებს და მომსახურების წესებს.

ნივთის შესაძენად, პირველ რიგში, საჭიროა რეგისტრაციის გავლა.  რეგისტრაციის გავლის შემდეგ, დაამატე სასურველი ნივთი  კალათში. შემდეგ დააჭირე კალათის ღილაკს, შეავსე საკონტაქტო ინფორმაცია და აირჩიე გადახდის ფორმა.

გვირისტულა” გილოცავთ შენაძენს და მადლობას გიხდით, რომ არჩევანი ჩვენზე შეაჩერეთ.

საგარანტიო მომსახურება:

  • საგარანტიო მომსახურება გულისხმობს გაყიდვის შემდგომ, დაზიანებული პროდუქტის შეცვლას ან/და შეკეთებას მხოლოდ პროდუქტის სატრანსპორტო კომპანიიდან მიღების მომენტისთვის და  იმავდროულად აღნიშნულილს „გვირისტულა“-სთან დაფიქსირებისას, ამ დროს პროდუქტის ტრანსპორტირების ღირებულებას ანაზღაურებს მომხმარებელი.
  • საგარანტიო მომსახურების მისაღებას აუცილებელია დაცული იქნას მწარმოებლის მიერ შემუშავებული ექსპლუატაციის წესები თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად.

საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება/უქმდება თუ:

  • გასულია საგარანტიო ვადა;
  • პროდუქტი გამოიყენებოდა მისი დანიშნულების შეუსაბამო მიზნ(ებ)ით; 
  • დაზიანება გამოწვეულია დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ექსპლუატაციის და შენახვის წესების/პირობების დარღვევით, არაკომპეტენტური პირის მიერ ჩატარებული  სამუშაოების შედეგად.

გარანტია არ ვრცელდება  აქსესუარებზე.

ნივთის შეცვლა დაშვებულია მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში:

  • შეძენილი ნივთის მიღებისთანავე შეამოწმეთ მისი ვიზუალური მდგომარეობა  თუ დაუფიქსირდება ვიზუალური დეფექტი, ნივთი შეიცვლება კომპანიის მიერ დადგენილი წესით.
  • თუ შეძენილ ნივთს მიღებისას აღმოაჩნდება ქარხნული დეფექტი, მყიდველმა დაზიანებული ნივთი აღნიშნულ ვადაში უნდა წარადგინოს “გვირისტულა“-ს ოფისში. იმ შემთხევაში, თუ კომპანია დაადასტურებს ქარხნულ დეფექტს, ნივთი შეიცვლება კომპანიის მიერ დადგენილი წესით;
  • პროდუქტის შეცვლა დაშვებულია მხოლოდ სრული კომპლეტქაციით, აუცილებელია ყუთის და აქსესუარების შენახვა.

ნივთის შეცვლა ხდება იგივე ან მეტი (განსხვავების დაფარვით) ღირებულების, შეცვლის მომენტში გაყიდვაში არსებული ნივთით.

შეცვლისას ნივთის ღირებულება განისაზღვრება მისი შეძენისას გადახდილი ფასით. გაცვლის შემთხვევაში (როცა გაყიდვაში არ არის იგივე ნივთი) ნივთის ღირებულება განისაზღვრება შეძენისას გადახდილ და გასაცვლელი ნივთის ფასებიდან უმცირესით.

ფორსმაჟორული მდგომარეობისას, მომხმარებელთან შეთანხმების გარეშე “გვირისტულა” უფლებამოსილია შეიტანოს კორექტივები წინამდებარე პირობებში, საგარანტიო ვალდებულებებსა და ვადებში.

წინამდებარე საგარანტიო პირობები ძალაში შედის პროდუქტის გაყიდვის მომენტიდან. 

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით gviristula.ge უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვას. გპირდებით, რომ არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად; ინფორმაციას, რომელსაც gviristula.ge მოიპოვებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში, შემდგომში გამოიყენებს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების მისაწოდებლად;

არასრულწლოვანი პირები

ვებგვერდის სერვისები არ არის შექმნილი ან გამიზნული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, პირებისთვის, რომელთაც რომელიმე იურისდიქციით სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით არ მიუღწევიათ კანონიერი თანხმობის ასაკამდე („კანონით სრულწლოვანი“). თუ თქვენ არ ხართ კანონით  სრულწლოვანი პირი, თქვენ არ გაქვთ უფლება ჩამოტვირთოთ ან ისარგებლოთ სერვისებით ან მოგვაწოდოთ პერსონალური ინფორმაცია.  

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ვიქონიოთ წვდომა და შევამოწმოთ თქვენგან მიღებული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთვის გახდება ცნობილი, რომ ინფორმაციის გაზიარება მოხდა მომხმარებლის მიერ, რომელსაც არ მიუღწევია სრულწლოვანების ასაკამდე,  ჩვენ უფლება გვაქვს არ გავითვალისწინოთ ეს ინფორმაცია. თუ თქვენ გაქვთ მიზეზი ივარაუდოთ, რომ ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარება მოხდა არასრულწლოვანი პირის მიერ, გთხოვთ, გვაცნობოთ ამის შესახებ.