მიწოდების პირობები

  1. მიმწოდებელი კომპანია

გვირისტულა“-ს გადამზიდავ კომპანიას ქვეყნის მასშტაბით წარმოადგენს საქართველოს ფოსტა, შესაბამისად შესაძლებლობა გაქვთ პროდუქტი მიიღოთ როგორც  შეკვეთისას მითითებულ მისამართზე, ასევე უახლოესი ფოსტის ოფისში.

გვირისტულა“-ს პასუხისმგებლობა მთავრდება პროდუქციის სატრანსპორტო კომპანიაზე გადაცემისას და ეს პასუხისმგებლობა გადადის გადამზიდავ კომპანიაზე, თუ აირჩევთ გადაზიდვის შესაბამის მომსახურებას.

  1. პროდუქტის დაკარგვის ან დაზიანების რისკი

ჩვენი კომპანია ორიენტირებულია მომხარებლის კმაყოფილებაზე, თუმცა ჩვენ არ გვსურს პასუხისმგებლობა ავიღოთ შუამავალი კომპანიების შეცდომებსა და შესაძლო უხარისხო მომსახურებაზე, ამიტომ დაჟინებით ვთხოვთ ჩვენს მომხმარებლებს ყურადღებით შეამოწმონ გზავნილი.

დაუზიანებელი შეფუთვით მიღებული დაზიანებული პროდუქციის ან შეცდომით მიღებული შეკვეთის შემთხვევაში, გთხოვთ, გადაუღოთ მიღებულ გზავნილს დაზიანების ან/და შეცდომის ამსახველი ფოტოსურათი და ამ ფაქტის შესახებ მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: gviristula@gmail.com

  1. მიწოდების ფასები და პერიოდი

გადამზიდავ კომპანიამდე პროდუქტის მიწოდების პერიოდი შეადგენს 1 სამუშაო დღეს. გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო შესაძლოა მიწოდების ვადა გაიზარდოს რის შესახებაც გაცნობებთ ოპერატორი. მიწოდების ფასი განისაზღვრება შესყიდვის მოცულობის მიხედვით, საქართველოს ფოსტის მიერ დადგენილი ტარიფებით. 

4. შეზღუდული პასუხისმგებლობა

“გვირისტულა”-ს ინტერნეტ მაღაზია წარმოდგენილია ‘ისეთი როგორიც არის’ და ‘ისეთი როგორზეც მიგიწვდებათ ხელი’ პირობით და მისი გამოყენებისას თქვენ ეთანხმებით ამ პირობას. 

ნივთის გადაზიდვის შედეგად დამდგარ ზიანზე პასუხს აგებს გადამზიდავი კომპანია, თუმცა, მომხმარებელი ვალდებულია, აცნობოს “გვირისტულა-ს ნებისმიერი არასასურველი გარემოების შესახებ და კომპანია იტოვებს უფლებას, თვითონ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება დაფიქსირებული პრობლემის თაობაზე.